მორიგი ბრალდება სასანქციო რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერი დღესვე „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ხედვასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „საქართველოს კონკრეტული ურთიერთობები აქვს რუსეთთან“. ამავე ხედვაში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთთან კოორდინირებული მუშაობით ეხმარება რუსეთს, რათა გვერდი აუაროს სანქციებს“. პრემიერის თქმით, ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია და თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე და როცა ამას აკეთებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის ძალიან მძიმე.