„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ანგარიში

საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი საქმიანობის შესწავლის შუალედური მიგნებები წარადგინა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა. მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ულტრამემარჯვენე ლიდერებისა და მედიასაშუალებების გზავნილებს მოიცავს, გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ ჯგუფებში ჭარბობდა ანტიდასავლური, ანტილიბერალური, ანტივაქსერული და ჰომოფობიური რიტორიკა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მონიტორინგში აღნიშნულია, რომ პრორუსული და ჰომოფობიური ჯგუფები აქციებს მართავდნენ 5-6 ივლისს ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე ბრალდებულების მხარდასაჭერად, ასევე „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების საწინააღმდეგოდ. მონიტორინგი 2021 წლის 5 ივლისის შემდგომ პერიოდს მოიცავს.