დემოგრაფიული მაჩვენებლები საქართველოში

ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება საყურადღებო ხდება.

ბოლო სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით შობადობა ისევ შემცირდა. გარდაცვალების მაჩვენებელი დაბადებულთა რაოდენობას აჭარბებს. შემცირების ტენდენცია, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო და წლიდან წლამდე სულ მცირდება, დედაქალაქთან ერთად რეგიონებზეც ვრცელდება, რასაც სფეროს სპეციალისტები მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან. დემოგრაფები სიტუაციის გამოსასწორებლად და შობადობის გასაზრდელად ხელისუფლებას წამახალისებელი პროგრამების ამოქმედებისკენ და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.