გამოკითხვა პოლიციაში

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმე. რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას მისმა მეგობარმა და თანაშემწე ზაალ ზაალიშვილმა. გამოკითხვა დასრულებულია. უწყების დატოვების შემდეგ, ზაალიშვილმა განაცხადა, რომ მან გობეჯიშვილი გუშინ საღამოს ნახა და გვიან ღამემდე ერთად იმყოფებოდნენ. შეხვედრის დროს კი უამბო, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ორმა პირმა, აკაკი კობალაძემ და აკაკი ხუსკივაძემ, რომელთანაც გობეჯიშვილი მეგობრობდა, თანამდებობიდან ხმაურით წასვლა და 50 ათასი დოლარი შესთავაზეს, უარის შემთხვევაში კი ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს.

დეტალებს ხათუნა გაგნიძე მოგვიყვება.