ორსული პაციენტის გარდაცვალების ფაქტი

კორონავირუსმა ​საქართველოში შვიდი თვის ორსული იმსხვერპლა. 30 წლამდე პაციენტი კახეთიდან ბოკერიას სახელობის კლინიკაში 27 ივლისს შეიყვანეს. ექიმის განცხადებით, ის სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა მოულოდნელად მისი მდგომარეობა დამძიმდა. სამწუხაროდ, ვერც ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

მედიკოსის თქმით, „დელტა“ შტამი არამარტო ასაკოვან მოქალაქეებში, არამედ ახალგაზრდებშიც რთულად მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით ეს ორსულის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.