დედაქალაქის მერიის დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება - რომელ პროექტებს მოხმარდება თანხა
თბილისის მერიის დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. თანხა დედაქალაქში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირებას მოხმარდება.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, თანხის გამოყოფა ახალ პროექტს უკავშირდება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. დაპროექტების შემდეგ, უშუალოდ სპორტული ობიექტების მშენებლობა, სავარაუდოდ, მომდევნო წლებში განხორციელდება.