დედაქალაქის მერიის დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება – რომელ პროექტებს მოხმარდება თანხა

15:11, 16.05.2018

თბილისის მერიის დაფინანსება 30 მილიონი ლარით იზრდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. თანხა დედაქალაქში საავტომობილო გზების რეაბილიტაციას და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირებას მოხმარდება.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, თანხის გამოყოფა ახალ პროექტს უკავშირდება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. დაპროექტების შემდეგ, უშუალოდ სპორტული ობიექტების მშენებლობა, სავარაუდოდ, მომდევნო წლებში განხორციელდება.

მსგავსი