დედაქალაქის ახალარჩეული მერი საქმიანობას 13 ნოემბრიდან შეუდგება

რეგიონებისგან განსხვავებით, დედაქალაქის მერის ვინაობა პირველივე ტურშივე გაირკვა. თბილისის მთავრობის ახალი ხელმძღვანელის უფლებამოსილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, მერია განცხადებას ავრცელებს. სადაც ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა 12 ნოემბერს მოხდება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მოქმედი მერის, მისი მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება.