„დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები

დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. წლევანდელი საერთაშორისო დღის მთავარი დევიზია “პლასტიკის ერის დასასრული”.

შეხვედრზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედებით, მინიმუმამდე იქნება პლასტიკის პარკების გამოყენება დაყვანილი.  “დედამიწის დღის” აღსანიშნავად, პროექტის  “დავასუფთაოთ საქართველო – დავასუფთაოთ მსოფლიო” ფარგლებში,  საქართველოში, წელს უკვე მესამედ გამოცხადდა კონკურსი “სუფთა რეგიონი”.