დაზღვევა სტიქიის რისკებისგან

კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. ყოველწლიურად საკმაოდ ხშირად მოსული ძლიერი სეტყვის მიუხედავად, მევენახეების დიდ ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ აქვს. კვლავაც დაბალია ინტერესი სახელმწიფო აგროდაზღვევის მიმართ. მიყენებული ზარალის ფონზე კი მევენახეები დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. თავის მხრივ შესაბამისი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ სტიქიის შედეგების პრევენციისთვის არაერთი პროგრამა მუშაობს. მათ შორის სეტყვისგან დამცავი ბადეების თანადაფინანსებისა და საგრანტო პროგრამებია.

რას სთავაზობს სახელმწიფო ფერმერებს და რატომ არ არის ამ პროგრამების მიმართ სათანადო ინტერესი.