შეხვედრა მევენახეებთან

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, გურიის რეგიონში მევენახეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „გურიის ჩხავერის“ სტატუსის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, ტრენინგების საჭიროებასა და მხარდამჭერ პროგრამებსაც. შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.