გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სასოფლო სამეურნეო ფართობები და ბაღჩეული კულტურები გაანადგურა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შრომასა და ნინიგორის თემში. მოსახლეობის შეფასებით, ზარალი გარკვეულ მონაკვეთებზე 80%-ს აჭარბებს. სეტყვა, რომელსაც ძლიერი წვიმა და ქარი ახლდა თან, დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. ახლა ფერმერები ვენახებში შეწამვლით სამუშაოებს იწყებენ, რათა ვაზი სამომავლოდ მაინც გადაარჩინონ. სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.