დაწუნებული „დედა ენა“   

რამდენჯერმე გადადებული გრიფირების პროცესი დასრულდა, ვნებაღათაღელვა გრძელდება.

ამჯერად პროტესტის მიზეზი პირველკლასელებისთვის განკუთვნილი საანბანე სახელმძღვანელოებია. ბავშვები წერა-კითხვას იაკობ გოგებაშვილის „დედა ენით“ აღარ ისწავლიან. წიგნი, რომლის სასწავლო მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია აქვს მინიჭებული, სასწავლო პროგრამაში ვეღარ მოხვდა და ის თანამედროვე ავტორების მიერ შედგენილი სამი სახელმძღვანელოთი ჩანაცვლდა.

ენათმეცნიერები განათლების სამინისტროს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გადახედვისკენ და გოგებაშვილის „დედა ენის“ სასწავლო პროგრამაში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.