იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპი მიმდინარეობს. უკვე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე კულტურის მინისტრი გაეცნო და თანამშრომლებს შეხვდა. პირველ სართულზე განახლდა ხის მოაჯირები, ცალკე აშენდა და მოეწყო სალაროს შენობა. ამჟამად კი ვიზიტორებისთვის განკუთვნილი სველი წერტილების მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოების მეორე ეტაპზე, სამინისტროს დაფინანსებით, იგეგმება გათბობის სისტემის დამონტაჟება და სახურავის სრული რეაბილიტაცია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.