დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმში მონაწილეობს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. ეკონომიკური მნიშვნელობის თემებთან ერთად, დღის წესრიგშია პოლიტიკური საკითხების განხილვაც. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს 120 ქვეყნის წარმომადგენელი და 60-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერი ესწრება. სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს გზავნილებს დავოსიდან.