დავოსის ეკონომიკური ფორუმი - შეფასებები თბილისში

დავოსის ეკონომიკურ ფორუმს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრშიც. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ფორუმის მიმდინარეობას დადებითად აფასებს, თუმცა იქ მყოფი ქართული დელეგაციისგან ქვეყნისთვის რაიმე საგულისხმოს და მნიშვნელოვანს არ ელოდებიან. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.