„ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი გრძელდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. შეხვედრების მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მომავალზე მსჯელობაა.

ცოტა ხნის წინ, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ეროვნული სახალხო კონგრესის პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილესთან, მანამდე კი დისკუსიები გაიმართა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მის მოადგილესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან.