ცნობილი ექიმის გათავისუფლების საქმეში საერთო ძალისხმევასა და სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე მიუთითებს ქვეყნის პირველი დიპლომატი. საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან დასახსნელად.
დავით ზალკალიანი საერთაშორისო ზეწოლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება არსებული ფორმატებისა და მექანიზმების, ასევე უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა.