„ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი თუ სხვისი სახელი, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ“ – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა, მის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ზალკალიანის თქმით, მსგავსი სახის ტყუილები მის სახელთან ხშირად იყო დაკავშირებული, რაც არასერიოზულია.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ზალკალიანმა ელჩის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.