დავით ზალკალიანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტომაშ პეტრშიჩეკს მასპინძლობს.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას და „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმს.

საგარეო უწყებაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, ჩეხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერთან, მოინახულებს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს  ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში – „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“.