სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი მოდელი შეიცვლება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ევროპული ტიპის ელექტროენერგიის ბაზარი, სადაც კონკურენცია გაჩნდება, რაც ფასების ცვალებადობაზეც იქონიებს გავლენას, სადაც ივაჭრებენ და ბაზარზე ელექტროენერგიის მიმწოდებლები იქნებიან. დავით ნარმანიას თქმით, არაპიკურ საათებში ელექტროენერგია უფრო იაფი იქნება, მაქსიმალური ტარიფი არ იქნება დაწესებული და ის მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამით კონკრეტულ ქვეყნებზე დამოკიდებულება მოიხსნება.