სემეკ-ის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

თბილისში სემეკ-ის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. ისაუბრეს განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე. დავით ნარმანიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განსავითარებლად შექმნილ პროექტებზე. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სემეკ-ის აპარატის პირველი შემადგენლობის წარმომადგენლები. „საპატიო სემეკელის“ წოდება მიენიჭათ კომისიის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს.