სემეკის გაფრთხილება

სემეკი ენერგოკომპანიებს აფრთხილებს.

„თელასს“ და „თელმიკოს“ აბონენტებისთვის გადასახადის ზედმეტად დარიცხვის შემთხვევაში გაორმაგებული ჯარიმის გადახდა მოუწევთ. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განმარტებით, ზაფხულში მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიაზე, საფასურის არასწორად დარიცხვის გამო, ორივე კომპანია უკვე დაჯარიმდა და მათ აბონენტებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხების კორექტირება დაევალათ. შესწორების შედეგად, ზედმეტად დარიცხული თანხის რაოდენობამ კი მილიონ სამასი ათას ლარზე მეტი შეადგინა. მომხმარებლებს კორექტირებული თანხა ბაზაში უკვე აესახა და მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ.