კავკასიურ სახლში დათო მაღრაძის პოემის „ჯაკომო პონტის“ აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენაზე გამოცემული თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. ნაწარმოები ცნობილმა მთარგმნელებმა მინაზ ლაზბამ, ირმა ოსიამ, ლარისა ტუპწაყვამ და ნაირა ბეჰპიტიმ თარგმნეს.
წიგნი იორდანიაში გამოიცა და მკითხველისთვის დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი. პოემა „ჯაკომო პონტი“ დავით მაღრაძემ 2009 წელს დაწერა და ის ათ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის იტალიურად, ინგლისურად და რუსულად.