დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმე და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება. ბრალდებულის ყოფილმა თანამშრომელმა, კარტოგრაფიის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, პროცესზე განაცხადა, რომ ნატალია ილიჩოვამ მას დანაშაულის ჩადენა შესთავაზა. მოწმის ამ ჩვენებამ დაცვის მხარის პროტესტი გამოიწვია. ადვოკატები დაინტერესდნენ, მოწმემ ორი წლის მანძილზე მიმდინარე გამოძიებისას რატომ არ ისაუბრა მსგავს მნიშვნელოვან დეტალებზე. სხდომა ამ დრომდე მიმდინარეობს.