დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რასთანაც მას მუშაობის პროცესში შემხებლობა ჰქონდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გამოთხოვილია დოკუმენტაცია, რომელიც საქმეს აქვს დართული და მოწმეს მხარეებმა სწორედ ამ მიმართულებით დაუსვეს შეკითხვები. მოუსმინეს ასევე საქმის ერთ-ერთ გამომძიებელს, რომელმაც მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განმარტა.