რამდენიმე თვიანი წყვეტის შემდეგ, დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომები განახლდა და მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.
საქმის განხილვა მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა მოსამართლეს გადაეცა. ივერი მელაშვილი საქმის განახლებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და ამბობს, რომ ერთი წლის წინ მისი დაკავება, სწორედ არჩევნების წინ მოხდა.