დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე დღეს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოკითხვაზეა დაბარებული. ლორთქიფანიძის განცხადებით, მან გასულ წელს მოიპოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილი მამხილებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 2007 წელს მიწათმოწყობის ინსტიტუტის ყოფილი შენობიდან გაიტანეს და გაანადგურეს მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალა, რომლითაც მტკიცდებოდა, რომ დავით გარეჯის მონასტრის სრული კომპლექსი საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნის და საზღვარი მეზობელ ქვეყანასთან ქედის ქვემოთ გადის.

მოამბე