დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმე და გამოკითხვა პროკურატურაში. უწყებაში უკვე მესამედ, საზღვრის დამდგენი კომისიის მოქმედ წევრს, მალხაზ მიქელაძეს ელოდებიან. ის 2005 წელს სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარეც იყო. მიქელაძე ფიგურირებს რამდენიმე დღის წინ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერშიც, სადაც ის ივერი მელაშვილს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისსავე კაბინეტში, სწორედ 2006-2007 წლებში აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის მონაკვეთებზე შეთანხმების შესახებ ესაუბრება.