პოლიტიკურ წრეებში აქტუალობას არ კარგავს დავით გარეჯის სადავო ნაწილის საკითხიც. საზღვრების საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, მმართველი გუნდის ლიდერები და ცალკეული ოპოზიციური პარტიები, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების იმ განცხადებებს იხსენებენ, სადაც სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად იყო გამოცხადებული. მათ შორისაა ჯონდი ბაღათურია, რომელიც ყოფილ პრეზიდენტსა და მაშინდელ მაღალი თანამდებობის პირებს, სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს და უკანონო გარიგებაზე საუბრობს. გამოძიების დაწყების საფუძველი, ანუ ახლადმოძიებული 82 წლის წინანდელი რუკა, რომელიც სადავო ტერიტორიებს საქართველოს საზღვრებში აქცევს, პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საგნად რჩება.