დავით ბაქრაძე მარნეულში სტუდენტებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. საუბარი განათლების სისტემაში არსებულ ვითარებას შეეხო.
ადგილობრივების განცხადებით, მარნეულში ბევრმა ახალგაზრდამ ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის გადალახვა მოახერხა, თუმცა არსებული საკანონმდებლო ხარვეზების და პრობლემების გამო, ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა.
საუბარი შეეხო უცხოეთში სწავლების დაფინანსების საკითხსაც.