დავით აღმაშენებლის მონეტა

ეროვნულ მუზეუმში ბრიტანული სეზონი დაიხურა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციის კუთვნილი დავით აღმაშენებლის მონეტა კიდევ ერთხელ ენახა. მონეტა მასზე არსებული წარწერითა და გამოსახულებით გამოირჩევა, სადაც მეფე ბიზანტიურ სამოსშია წარმოდგენილი და ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს.

გამოფენის დახურვასთან დაკავშირებით, ბავშვებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა და კოსტიუმირებული სანახაობა მოეწყო, სადაც მსახიობებმა დავით აღმაშენებლის ეპოქა გააცოცხლეს. სექტემბრიდან დეკემბრამდე ბრიტანეთის საელჩომ და ბრიტანეთის საბჭომ ერთობლივად 60-ზე მეტი ღონისძიება წარმოადგინეს.