დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი. მოგვიანებით კი გელათში გადაინაცვლეს, სადაც წირვა მიმდინარეობს.

წირვის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის საფლავს პატივს მიაგებენ. დღესვე გელათის აკადემია ხელნაწერთა ცენტრის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიებები დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც.