„დიდგორი 900“ - კვირეული ხელნაწერთა ცენტრში

დავით აღმაშენებლის მეფობის დროინდელი უნიკალური ხელნაწერები ვირტუალურ სივრცეში: დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილეს ხელნაწერთა ცენტრი ონლაინ-გამოფენას უძღვნის. ექსპოზიციისთვის საცავებიდან ამოტანილი მასალები აღმაშენებლის ეპოქის სამწერლობო ტრადიციას და ბაგრატოვანთა სამეფო კარის მიერ გაცემულ დოკუმენტებსაც მოიცავს.

კვირეულის ფარგლებში უნიკალური ისტორიული ცნობები და უძველესი ხელნაწერები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ ფორმატში იქნება. პარალელურად, ახალგაზრდებისთვის დიდგორის თემატიკაზე სახვითი ხელოვნების კონკურსიც ჩატარდება. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს 20 აპრილს, ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების დღეს გამოაცხადებენ.