კონკურსი მხატვრული ფილმის გადასაღებად

საქართველოს კულტურის სამინისტრო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით, კონკურსს აცხადებს.  ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კონკურსი სიმბოლურად ხვალ, 12 აგვისტოს გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის უფლება საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ. ფილმის გადაღება რამდენიმე წლიანი კომპლექსური პროექტია და ოთხ ეტაპს მოიცავს. ფილმის გამარჯვებული პროექტის დასრულებისთვის სამინისტროს მიერ ჯამში 20 ათასი დოლარია გამოყოფილი. დასრულების ვადა კი შვიდ ნახევარი თვეა. სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.