დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

ხალხმა მისი მეფობა და მოღვაწეობა ერთი სიტყვით, -„აღმაშენებელი“, – შეაფასა.

8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, წელს მისი მეფედ კურთხევიდან 930 წლისთავიც აღინიშნება. სამეფო ტახტზე 16 წლის ასაკში ასულ დავით მეოთხეს ნაწილებად დაყოფილი და მტრების შემოსევებისგან დასუსტებული ქვეყანა დახვდა. 36-წლიანი მეფობის შემდეგ კი, ქვეყანა თურქ-სელჩუკებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა და გაერთიანდა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონარქის სახელს დიდგორის ისტორიულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება, გელათის მონასტრის აშენება, გელათის აკადემიის დაარსება და ყველა სფეროში გატარებული მასშტაბური რეფორმები უკავშირდება.