შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმეა, თუმცა უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სამივე მათგანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.