სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა 2018 წელი შეაჯამა.
1840-ზე მეტი დასაქმებული, მათ შორის 89 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, – ასეთია წლის სტატისტიკა. დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი ორ პროგრამას ახორციელებს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების პროგრამა“ და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“. მათ ფარგლებში ბენეფიციარების გადამზადებას სახელმწიფო აფინანსებს. პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამით წელს 3000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. 2018 წელს კი თბილისსა და რეგიონებში დასაქმების 12 ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მეშვეობით დასაქმდა 369 პირი. დღესვე სოციალური მომსახურების სააგენტომ საუკეთესო პარტნიორები და დამსაქმებლები დააჯილდოვა.