სარეაბილიტაციო ცენტრ „აისის“ პროექტების პრეზენტაცია

18:30, 29.10.2021

18 წელს ზემოთ შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროგრამა წარადგინა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრმა „აისი“.

პროექტი ითვალისწინებს სოციალური მეწარმეობის, სასათბურე კომპლექსებისა და სხვადასხვა სახელოსნოს შექმნას, რაც ბენეფიციარებს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საჭირო უნარების შეძენაში დაეხმარება. ღონისძიებაზე ბენეფიციარების შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. პრეზენტაციას სამოქალაქო, კერძო, საჯარო სექტორის წარმომადგენლები და „აისის“ მხარდამჭერები დაესწრნენ.

მსგავსი