სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების პრეზენტაცია

მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ბიზნესპროექტების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც 2013 წლიდან დღემდე განხორციელდა. ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის მთავარი ამოცანა სიღარიბის დაძლევაა. სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით, 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1 800-ზე მეტი პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ კი 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.  გაიმართა ახალი, ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაც, სადაც შესაძლებელია ბენეფიციარების შედეგების ნახვა. ასევე, სპეციალურ საიტზე, სახელმწიფო პროგრამების პოტენციურ ბენეფიციარებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია და ჩაერთონ რომელიმე მათგანში.