ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის წინააღმდეგ გამოდიან „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წარმომადგენლები. ისინი ამ წუთებში აქციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მართავენ, სადაც რამდენიმე საათის წინ ვითარება დაძაბული იყო.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს და სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. „ქართული მარშისა“ და „ქართული მისიის“ წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია-მსვლელობის დროს დაკავებული და გამოკითხვაზე გადაყვანილი თანამოაზრეებისა და ლიდერების გათავისუფლებასაც ითხოვენ.