ხმაური და დაპირისპირება იყო მარნეულში, სადაც ორგანიზაცია „შინ ევროპისკენ“ აქტივისტები იყვნენ ჩასული. მათი განცხადებით, მარნეულში მათი ჩასვლის მიზანი მოსახლეობასთან შეხვედრები და ხვალინდელ აქციაზე მისვლის მოწოდება იყო.
ორგანიზაციის წევრებს მარნეულში ადგილობრივების ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა და ბრალი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობაში დასდო. ორგანიზაცია „შინ ევროპისკენ“ წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანი დაპირისპირება არ არის და პირები, რომლებმაც მათი მარნეულში ჩასვლა გააპროტესტეს, გარკვეული ჯგუფების მიერ იყვნენ მართული.