„შინ ევროპისკენ“ - პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება

„შინ ევროპისკენ“ – პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა შინ ევროპისკენ და პოლიტიკური პარტიები არიან. სწორედ ოპოზიციის ორგანიზებით, რეგიონებიდან დედაქალაქის მიმართულებით მსვლელობა მოეაწყობა. დღევანდელი აქცია მაშინ დაანონსდა, როცა აქციის მონაწილეებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. სწორედ დღეს ამოიწურა ის ერთკვირიანი ვადა, რომელიც ხელისუფლებას გადადგომისა და იმ ტექნიკური მთავრობის შესაქმნელად მისცეს, რომელმაც რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა ისაუბროს. რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს – განცხადებები აქციაზე გაკეთდება.

დატოვე კომენტარი