მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან გუშინ საღამოს 20:00 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორების ძირითადი მოთხოვნები უცვლელი რჩება, გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციას შეასრულებს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილების ნაწილმა გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლა, ასევე ნაწილმა თავი მოიყარა მთავრობის ადმინისტრაციასთან. პროტესტის სამომავლო ტაქტიკასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებს კონკრეტული გეგმა არ გაუსაჯაროებიათ.