ხმაური რუსთავში

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერსა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი ვაშაძე „შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში, რუსთავში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში სამოქალაქო აქტივისტები გამოჩნდნენ, რომლებმაც გიორგი ვაშაძე ომის დაწყების მცდელობაში დაადანაშაულეს და რუსთავის დატოვება მოსთხოვეს. ვაშაძემ კი ახალგაზრდებს ხელისუფლების პროვოკატორები უწოდა.