პოლიტიკურმა პარტიებმა შედეგები უნდა აღიარონ და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ, – ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის პოზიცია.
დანიელ ტუაინინგი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ ქართული დემოკრატიის სიმყარე ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ საშიშ სამეზობლოში, რომელშიც საქართველოა.
IRI საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსაც აფასებს. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნების ადმინისტრირება ეფექტიანად და მოწესრიგებულად წარიმართა.