კონდოლიზა რაისის ინტერვიუ

მჯერა, რომ 2008 წელს ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია, აეღო თბილისი, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა. აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ისურვებდა, ენახა უფრო ძლიერი სანქციები, მაგრამ მსოფლიო ფინანსურ კრიზისში შევიდა და ასევე იყო სხვა ეკონომიკური საკითხები.

„არ ვიცი მეტი რა გვექნა საქართველოსთან დაკავშირებით. გულწრფელად რომ ვთქვათ, მე მჯერა, რომ ჩვენ შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია თბილისის აღების შესახებ. მათ აშკარად სურდათ სააკაშვილის ჩამოგდება. ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მივმართო საქართველოს ავადმყოფი და დაპატიმრებული მიშა სააკაშვილის სახელით. ის არის ადამიანი, რომელიც ვიმედოვნებ, რომ გავიგებთ მის ისტორიულ როლს და იქ ჰუმანიტარულ ვითარებას. საქართველო დარჩა დამოუკიდებელ ქვეყნად. დიახ, რუსეთმა შეძლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაკავება, მაგრამ სამწუხაროდ, იქ უკვე იყვნენ სამშვიდობოები, რაც გაცილებით ადრე დაშვებული შეცდომა იყო“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.