ინტერვიუ „ამერიკის ხმას“

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში, კურტ ვოლკერი, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას კომპრომისისა და შეთანხმებისკენ მოუწოდებს. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, დიპლომატი აცხადებს, რომ მხარეებს შორის კონსენსუსი ქვეყნის ინტერესებშია.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა, რომელიც აცხადებს, რომ პოლიტიკურმა კონკურენტებმა პოზიციები უნდა შეაჯერონ და ქვეყნის განვითარებაზე იმუშაონ. იალოვიცი იმედოვნებს, რომ ყველა პარტია პარლამენტში შევა და მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში განაგრძობს.