პრეზიდენტის ინტერვიუ „ამერიკის ხმასთან“  

სალომე ზურაბიშვილის ბოლო ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებენ.

პროტესტის მიზეზი ხდება „ამერიკის ხმისთვის“ მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ პროვოკაციად აღქმის საფრთხის გამო, საქართველოში ამერიკული სახმედრო ბაზების განთავსება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. სახელმწიფოს მეთაურის ამ პოზიციის გამო, ოპოზიცია დღეს განმარტებებს მმართველი გუნდისგან ითხოვდა.

იმის მიუხედავად, რომ ინტერვიუს დანარჩენ ნაწილში პრეზიდენტმა რუსეთის მისამართით საკმაოდ მწვავე გზავნილები გააჟღერა, ოპონენტები სალომე ზურაბიშვილს რუსული რიტორიკის გამეორებაში ადანაშაულებენ.