პრეზიდენტის განცხადებები მმართველ გუნდში და ოპოზიციაში შეაფასეს

პრეზიდენტის განცხადებებს უკვე გამოეხმაურნენ როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში.

ჟენევის მოლაპარაკებების თავდაპირველ ფორმატში დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთთან არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობა, სანამ რუსეთი არ გვაჩვენებს, რომ მზადაა, ჩვენთან ძალისმიერი მეთოდის გარდა, სხვა ფორმით იურთიერთოს. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, თუმცა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ამერიკული ბაზის აშენება არარეკომენდებულია.

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ